მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი, ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს ნაკრების თამაშებში. იგი თვლის, რომ ევროპის საფეხბურთო კავშირი გარეულია მის მიმართ შეთქმულებაში, რომელზეც საუბრები დღემდე რა წყდება. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Tuttomercatoweb ავრცელებს.
რონალდუს ურთიერთობა მისი ძველი კლუბის მადრიდის რეალის ხელმძღვანელობასთან მას მერე დაეძაბა, რაც მან გუნდი დატოვა და იტალიას მიაშურა. რონალდუ ამბობს, რომ რეალმა უეფაზე გავლენა იქონია, რომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ის არ დასახელებულიყო. უფრო მეტიც, რონალდუ ამბობს, რომ მის მიმართ აგორებულ ბოლო სკანდალში გარკვეული როლი მიუძღვის რეალის ხელმზღვანელობასაც.
შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდოს წინააღმდეგ აგორებული სკანდალი უკავშირდება ერთ-ერთ ქალს, რომელიც აცხადებს, რომ რამდენიმე წლის წინ ფეხბურთელმა მისი გაუპატიურება სცადა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.