ახალი ამბები მედია მთავარი სამართალი

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს თავს დაესხნენ (ვიდეო)

ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ ეკა გაგუას და ოპერატორ ლევან კალანდიას სცემეს. შემთხვევის ამსახველი კადრები ტელეკომპანიამ გაავრცელა. გადამღებ ჯგუფს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები გაუსწორდნენ.

ჟურნალისტების ინფორმაციით, „კურიერი“ რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა. ვიდეომასალის გადაღების დროს კი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა „კურიერის“ ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს, რამდენიმე საათის განმავლობაში ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ჩაკეტილი.

ამ წუთებში ჟურნალისტი და ოპერატორი ხაშურის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

„ჩვენ დღეს დილიდან წამოვედით, რომ მოგვემზადებინა სიუჟეტი ახალ სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებით. მივედით იმ ობიექტზე, საიდანაც ხდება გვირაბების მშენებლობა და არის სამშენებლო ობიექტი, შევედით ობიექტზე ფეხით მე და ჩემი ოპერატორი. იქ არანაირი გაფრთხილება, რომ არ შეიძლებოდა უცხო პირთა შესვლა, არ ყოფილა. დავიწყეთ გადაღება, რა დროსაც თავს დაგვესხნენ ტელეკომპანიის წარმომადგენლები და ფიზიკურად გაგვისწორდნენ,“- განაცხადა ჟურნალისტმა ეკა გაგუამ.

იტვირთბა....