ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე “მეტრონომთან” საუბრისას საწვავზე ფასების ზრდაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს შიდა უარყოფითი მოვლენებიდნა გამომდინარე ხდება.
“უარყოფითი მოლოდინები, კურსის თამაში და პოლიტიკის გაურკვევლობა თავისთავად იწვევს საწვავის ფასის ზრდას. საერთაშორისო ბაზარზე ოდნავ იმატებს ნავთობის ფასი, მაგრამ არა იმდენად, რომ ბენზინის ფასზე სწრაფი ზრდა იქნეს გამართლებული. ეს უფრო საშინაო პრობლემების ბრალია. ეს პროცესია, შიდა უარყოფითი მოვლენებიდან გამომდინარე, ამას ობიექტური გამართლება არ აქვს, რადგან ვალუტის არანორმალური თამაშს და ამ პოლიტიკას არ შეიძლება, დადებითი შედეგი ქონდეს”, – განაცხადა გიორხელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა. ფასმა დაახლოებით 5-დან 8 თეთრამდე მოიმატა.