ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლევან ყიფიანმა დღეს დაანონსებული პრესკონფერენცია გადადო

სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა დღეს დაანონსებული პრესკონფერენცია გადადო.

სპორტის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ ყიფიანი მედიას მას შემდეგ შეხვდება, რაც სასამართლოსა და პროკურატურაში ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ სარჩელებს ყიფიანის სახელით სასამართლოსა და პროკურატურაში მომავალ კვირას შეიტანს.

შეგახსენებთ, რომ ყიფიანმა პრესკონფერენციის დღეს გამართვა პროკურატურაში გუშინდელი გამოკითხვის შემდეგ დაანონსა.

იტვირთბა....