არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მაკრახიძე: მივხვდი, რომ სალომე ღირსეული კანდიდატია და დანაზოგიდან გადავურიცხე თანხა

გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძეს განცხადებით, მან სალომე ზურაბიშვილს თანხა საკუთარი დანაზოგიდან შესწირა.

მაკრახიძეს განცხადებით, თანხის შეწირვა არავის დაუძალებია

“მე 45 წელია ვმუშაობ და დანაზოგი ყოველთვის მაქვს.აქედან გადავურიცხე ის თანხაც. მივხვდი, რომ ღირსეული კანდიდატია და ეკუთვნის მხარში დგომა.ათასი სტუმრიანობა აქვს, შეხვედრები აქვს და წაადგება. არავის არ დაუძალებია და ურჩევია. ან ვის რა უფლება აქვს, პარლამენტარი კაცი ვარ. გადაწყვეტილება ამაზე თვითონ მივიღე”, – აცხადებს მაკრახიძე.

შეგახსენებთ, რომ მაკრახიძემ ზურაბიშვილს 50 000 ლარი შეწირა.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....