ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

აკა მორჩილაძის სიტყვით გამოსვლა ფრანკფურტში (ვიდეო)

სიკვდილ-სიცოცხლესა და სიიოლე-სირთულეში არსებობენ ასევე ძველი, დღევანდელი სამყაროსთვის ან სრულიად უცნობი ან ერთეულ მოყვარეთათვის ნაცნობი კულტურები, რომლებიც არ მომკვდარან და რაღაც მაღალი საოცრებების წყალობით მოვიდნენ ოცდამეერთე საუკუნემდე. სიმართლე გითხრათ, ბედნიერებაა, რომ სწორედ ასეთ კულტურას წარმოადგენ, – ამის შესახხებ მწერალმა აკა მორჩილაძემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მწერლის სიტყვით გამოსვლის ვიდეოს“1ტვ” ავრცელებს.

მწერლის თქმით, საქართველოს ისტორიაში, მის არსებობა-არარსებობას მისი კულტურა განსაზღვრავდა.

„მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ ვიმყოფები, არის ის, რომ ჩემი საკმაოდ გაუბედავი ხმა შევაწიო კულტურას, რომელსაც წილად ხვდა ეს პატივი, რომ ასეთ მნიშვნელოვან პლატფორმაზე ყოფილიყო დღეს წარმოდგენილი.

არსებობს დავიწყებული კულტურები. არსებობს ასევე კულტურები, რომლებიც მკვდარია, მაგრამ ცხოვრობენ უნივერსიტეტებში მეცნიერების მოწადინებით. არსებობს დიადი კულტურები, რომლებიც აღარც მაგალითად სჭირდება ვინმეს, რადგან ძალიან მაღალი სტანდარტი აქვთ და მათდამი მიუწვდომლობის აშკარა სურათი უხერხულობას ქმნის ხოლმე.

მრავალ ასეთ სიკვდილ-სიცოცხლესა და სიიოლე-სირთულეში არსებობენ ასევე ძველი, დღევანდელი სამყაროსთვის ან სრულიად უცნობი ან ერთეულ მოყვარეთათვის ნაცნობი კულტურები, რომლებიც არ მომკვდარან და რაღაც მაღალი საოცრებების წყალობით მოვიდნენ ოცდამეერთე საუკუნემდე. სიმართლე გითხრათ, ბედნიერებაა, რომ სწორედ ასეთ კულტურას წარმოადგენ და შეგიძლია, ამაზე თქვა ორი სიტყვა – არც განსხვავებული არაფერი, მაგრამ უბრალოდ, ორი სიტყვა.

ეგებ, რაღაც უცნობი შორეული კულტურა საერთოდ არაფერს ნიშნავდეს სამყაროს უმრავლესობისთვის, მაგრამ ქართველებისთვის ეს არის – ჩვენ ასეთი სიტყვა გვაქვს „რაღაცა“. „რაღაცას“ ვეძახით ბევრ რამეს და მარტო „რაღაცა“ არ არის ჩვენთვის რაღაცები. აი, ასე, სრულიად უცნობ, პოლიტიკურად გაგებულ საქართველოს ისტორიაში კიდევ ყოფილა უგრძესი პერიოდები, საუკუნოვანი დროები. სწორედ მის არსებობა-არარსებობას მისი კულტურა განსაზღვრავდა – მარტივი რაღაცები, ვთქვათ, ანბანი. უკვე იცით, რომ სხვა ანბანი გვაქვს და ა.შ. ეს არის, რომ გითხრათ სიმართლე ჩემი ჭკუით, როგორც ქართველის, ძალიან ჯიუტი, უცნაური, ჰუმანისტური, მრავალგზის დამახინჯებული, მაგრამ კულტურა, ძლიერი კულტურა. ასეთი ისტორიაა საერთოდ, ძველი სისხლით და სიმძიმით სავსე“, – აღნიშნა აკა მორჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსითაა მიწვეული.

იტვირთბა....