ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

ბავშვებს, რომელთაც სემესტრული ნიშანი 7-ზე დაბალი ექნებათ, ფაჩულის საკალათბურთო აკადემიაში ვარჯიში აეკრაძალებათ

ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ბავშვებს, რომლებსაც სემესტრული საერთო ნიშანი 7 ქულაზე ნაკლები ეყოლება, როგორც ვარჯიშებზე, ასევე თამაშებზე დასწრებაც ეკრძალებათ.

“ჩვენი აკადემიის ბავშვების საკეთილდღეოდ, ყველა ბავშვისგან მოვითხოვთ სკოლის ნიშნებს. ის, ვისაც სემესტრული საერთო ნიშანი 7-ზე დაბალი ექნება, დათხოვილი იქნება ვარჯიშებიდან და აეკრძალება თამაშებზე დასწრება ნიშნების გამოსწორებამდე.

აკადემია ზრუნავს ჩვენი ბავშვების განათლებაზე და თვლის, რომ ისინი არა მხოლოდ კალათბურთით უნდა ქმნიდნენ საკუთარ მომავალს” – ნათქვამია ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის განცხადებაში.

იტვირთბა....