ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეიდან, თბილისში სიჩქარის კონტროლის ექვსი სექცია ამოქმედდა

დღეიდან, საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისში, სამ ლოკაციაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის ექვსი სექცია ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

1 – კახეთის გზატკეცილზე, „ისთ ფოინთიდან“ გრიგორაშვილის ქუჩამდე, (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);

2 – გრიგორაშვილის ქუჩიდან „ისთ ფოინთამდე“ (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);

3 – ევროპის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

4 – თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან – ევროპის ქუჩის დასასრულამდე, (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

5 – ნ.ხუდადოვის ქუჩის N-99-დან – ნ.ხუდადოვის ქუჩის ბოლომდე, მოედნამდე (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ);

6 – ნ.ხუდადოვის ქუჩის დასაწყისიდან – ნ.ხუდადოვის ქუჩის N-99-მდე (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).

სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 271 კილომეტრი საავტომობილო გზა კონტროლდება. დედაქალაქის მასშტაბით კი, ჯამურად, სიჩქარის მზომი 18 სექცია მუშაობს.

იტვირთბა....