ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ვინ ხელმძღვანელობდა სპეცრაზმს “ომეგა ჯგუფში” შესვლისას: ოქრუაშვილი დეტალებს იხსენებს

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა “რეაქციაში” გაიხსენა როგორ შევიდა 2004 წელს “ომეგა ჯგუფში” პროკურატურა:

2004 წელს ომეგა ჯგუფში ჩემი დავალებით შევიდა შემოწმებაზე პროკურატურის გარკვეული ჯგუფი. პროკურატურას ამ შემთხვევაში სპეცრაზმი არ ყოლია, არ ყავს და არ ეყოლება არასდროს. ეს არის გამომძიებლების ტრუქტურა, მათ სჭირდებოდათ გარკვეული სახის ძალისმიერი მხარდაჭერა, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდით, რომ ოქუაშვილს ასევე ჰყავდა შეიარაღებული ხალხი და ისინი არ შეუშვებდნენ პროკურორებს ასე ჩვეულებრივად.

მთელი გაუგებრობა გამოიწვია იმან, რომ სიგარეტის მწარმოებელი კომპანიის, მისი სხვა კომპანიის და ტელევიზიის იურიდიული მისამართი და ოფისი მდებარეობდა ერთი და იგივე შენობაში. შესვლა იმ კომპანიებში მოხდა ტელევიზიის ოფისის გავლით, რომელიც ასევე გვერდიგვერდ იყო. სპეცრაზმი პროკურატურის არ ყოფილა, კარგად მოიკითხოს მან ვინ იყო ამ სპეცრაზმის მეთაური და ხელმძღვანელი, ვისი ბიჭები ისროდნენ. ის ადამიანი გვერდით უზის დღესაც სააკაშვილს”

მან არ დაასახელა იმ ადამიანის ვინაობა, რომელიც მისი თქმით, სპეცრაზმს ხელმძღვანელობდა.

იტვირთბა....