ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სილქნეტი” მომსახურების ტარიფს აძვირებს

6 ქართული არხის მიერ რეტრანსლირების ფასის დაწესების გამო სილქნეტი იძულებულია ნოემბრიდან 2 სატელევიზო ტარისფი 2 ლარით გააძვიროს.

როგორც “მეტრონომს” “სილქნეტ”-ში განუცხადეს, მომხმარებელი ერთი თვით ადრეა გაფრთხილებული ამ ცვლილებასთნ დაკავშირებით.

“ჯერ კიდევ ერთი წლის წინ “სილქნეტმა” 6 ქართული არხის რეტრანსლირების ფასი არ გააძვირა. ფიზიკურ პირებზე სააბონენტო გადასახადი 2 ლარით ნოემბრიდან გაძვირდება. ამ 6 ტელეარხში შედის – “იმედი”, “რუსთავი2”, “მარაო” და სხვა.

ეს მხოლოდ კომპანია “სილქნეტს” არ გაუძვირებია. ერთი წლის წინ ყველა კომპანიამ გააძვირა საფასური, გარდა “სილქნეტისა”. ჩვენ ერთი თვით ადრე ვაფრთხილებთ მომხმარებლებს, სააბონენტო გადასახადის გაძირებასთან დაკავშირებით. აბონენტის გადასაწყვეტია დარჩება ჩვენი მომხმარებელი თუ არა” – განაცხადა “სილქნეტის” წარმომადგენელმა “მეტრონომთან” საუბრისას.

როგორც  “სილქნეტის” იურიდიულ განყოფილებაში განაცხადეს, იურიდიულ პირებზე მსგავსი ნებართვა ჯერ არ გაცემულა და დამატებითი ინფორმაციის გაგებისთანავე “მეტრონომი” სიახლეებს მოგაწვდით.

იტვირთბა....