პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა, მარიხუანას კულტვაციის საკითხის დღის წესრიგში დაბრუნებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ თუ 2 თვის შემდეგ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი განხილვაში დაბრუნდება, საპატრიარქოს მკაცრი რეაგირება ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მისივე თქმით, მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით საკითხის განხილვას საპატრიარქო გაემიჯნა და ამ თემაზე სამსჯელო მათ არაფერი აქვთ.
„ნამდვილად ძალიან ძნელია, ვიმსჯელო, ხელისუფლება რას ფიქრობს ამ საკითხზე. ყოველ შემთხვევაში, საპატრიარქომ ცალსახად და უპირობოდ განაცხადა, რომ ამ განხილვებში მონაწილეობას არ მივიღებთ და არაფერი სასაუბრო ამ საკითხზე არ გვაქვს. როგორც ადრე განვაცხადეთ, დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ ვთანამშრომლობთ და მომავალშიც ვითანამშრომლებთ. რაც შეეხება კულტივაციას, ეს თემა ჩვენთვის დახურულია. წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია, როცა აუცილებლობა დადგება, ვიტყვით, როგორ ვიმოქმედებთ“, – განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.
მამა მიქაელმა ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე აღნიშნა, რომ მარიხუანას კიულტივაციის საკითხს საქართველოში მოქმედი ყველა რელიგიურო ორგანიზაცია ეწინააღმდეგება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა 2 თვით შეაჩერეს.