ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბავშვს მოშივდა და მითხრა, ეზოში ჩავალ, რამე ხილს შევჭამო” – ოჯახს სოციალური დახმარება შეუჩერეს

შაინიძეების ოთხსულიან ოჯახში, ორი მცირეწლოვანი ცხოვრობს, 9 წლისა და 3 წლის. უფროს გოგონას მძიმე დიაგნოზი აქვს და ის მუდმივ მკურნალობას საჭიროებს. ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები აქვს ბავშვების მამასაც, რომლისთვისაც  ფიზიკური მუშაობა არ შეიძლება.

ოჯახი ორსართულიან სახლში ცხოვრობდა, რომელიც ავარიულია, აპრილის თვეში მომხდარი სტიქიის შედეგად, კი იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის სახიფათო  გახდა.

როგორც ხათუნა შოთაძე გვიყვება, ახლა ოჯახი მეზობლად მდებარე, მისი ქმრის მშობლების სახლში ცხოვრობენ. მერიამ ქირავნობის პროგრამაში ჩართვა ურჩია, თუმცა, როგორც ქალბატონი ამბობს, ბინა არავინ მიაქირავა, ბავშვის მძიმე ავადმყოფობის გამო:

„მერიაში მითხრეს, სანამ სახლს შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდება, ქირით გადადით და ჩვენ გადავიხდითო. ორი თვე ვეძებე ბინა, მაგრამ ბევრმა უარი მითხრა იმის გამო, რომ ავადმყოფი ბავშვი გყავსო. ახლა ჩემი ქმრის მშობლების სახლში ვართ. ჩვენ ოთხი სული, ისინი 6, სულ ათი ვართ. ბავშვს ძალიან უჭირს იქ გაჩერება, ხმაურია მაინც თავისებური და გარბის სახლიდან. ერთხელ ღამე გამეპარა საწოლიდან და ჩვენი სახლის კიბეზე ვიპოვეთ ჩამომჯდარი. აქედან არ მინდა წასვლაო. არ იცხოვრება იმ სახლში. სტიქია რომ იყო, ქარმა სახურავი გადახადა სახლს. წყალი გვასხამდა თავზე და აკვანივით ირწეოდა. მაშველების დახმარებით გამოგვიყვანეს გარეთ. ველოდებით სამშენებლო მასალები უნდა მოგვცენ და მანამ ასეთ მძიმე მდგომარეობაში ვართ“-გვიყვება რესპონდენტი.

შაინიძეების ოჯახში დასაქმებული არც ცოლია და არც ქმარი. მცირეწლოვანი ბავშვების გამოსაკვებად მხოლოდ სოციალური დახმარების იმედად იყვნენ, რომელიც ამ დღეებში შეუჩერდათ. ხათუნა გვიყვება, რომ ბავშვებისთვის ხშირად საჭმელი არაფერი აქვს, რის გამოც პატარებს  მშივრებსაც  დაუძინიათ:

ხათუნა შოთაძე“ჩემს მეუღლეს მუშაობა არ შეუძლია. მძიმე ავადმყოფია. ერთადერთი შემოსავალი ის გვქონდა, რომ  სოციალურს  ვიღებდით. 2013 წლიდან ვართ სოციალურად დაუცველთა სიაში. გუშინ მოვიდა აგენტი. დაგვიბარეს დღესსააგენტოში და შეჩერებულიაო გვითხრეს.  არც მომცემენ ალბათ აწი. კრედოში თვეში 150 ლარს ვიხდიდი და 50 ლარიმრჩებოდა თვეში. ამით ვირჩენდით თავს.  ბავშვს დასჭირდა ეს თანხა, რაც ბანკიდან გამოვიტანეთ, ოპერაცია გაუკეთდა თბილისში, რეანომობილით გადაიყვანეს აქედან და ამის 60 ლარიც ჩვენ გადაგვახდევინეს. მიუხედავად იმისა, რომ პატარას პირველი ჯგუფი აქვს.

ძალიან გაჭირვებულები ვართ. შეშა რომ არ მქონდა ზამთარში, პლასტმასის ბოთლებს ვაგროვებდი და იმას ვწვავდი. საჭმელი არ მაქვს ბავშვებისთვის. მაღაზიაში ვთხოვე გამყიდველს,  50 ლარის ფარგლებში სოციალურის აღებამდე ნისიად ავიღებ პროდუქტებს-მეთქი. პური, შაქარი და ჩაი მომქონდა. ბავშვს სკოლაში ბუფეტში შესვლა ავუკრძალე. რომ გამოიტანოსრამე იქედან, რითი გადავიხადო? გუშინ მეზობელმა დაუძახა, წაიყვანა ბავშვები და აჭამა საჭმელი. ყველასვეცოდებით. სკოლაში რამდენჯერ უჭმელი გამიშვია, აღარ მინდა ამდენი ჩაიო მითხრა.  სკოლიდან რომ მოვა, თუ გვაქვს საჭმელი კი ჭამს, თუ არა იძინებს ისე, მშიერი. ძალიან რომ მოშივდა, მითხრა ეზოში ჩავალ რამე ხილს შევჭამო“.

ოჯახის გაუსაძლის მდგომარეობაზე გვესაუბრება ბავშვების ბებიაც:

ჟუჟუნა ქარცივაძე: “ათი სული ვართ ახლა სახლში. მე ავადმყოფი მყავს მეუღლე. არ შეიძლება ასე გაგრძელება. მეორე შვილიშვილიც ავადაა. ბავშმა მენინგიტი გადაიტანა. არ შეიძლება ამ ბავშვების ერტად ცხოვრება.

ბავშვი უმძიმეს მდგპომარეობაშია, წამლები ვასვით, მაგრამ არ უშველა. თბილისში უნდა წაიყვანოთო. როგორ? რითი? რასაშუალებით? არა სახლი, არა საჭმელი, არა ჯანმრთელობა, გაუსაძლისია ჩვენი ყოფა.

იქ საავდმყოფოს შენობაში ვითხოვეთ ამათთვის ფართი. 2016-ში შეიყვანეს, ორი ოთახი მისცეს. გავარემონტეთ, გავასუფთავეთ და ამ დროს ბავშვი წავიყვანეთ თბილისში, სასწრაფო ოპერაცია უნდა გაგვეკეთებინა. ერთი თვე დავრჩით იქ და რომ ჩამოვედით ბინაში სხვა დაგხვდა. იმ ქალმა მითხრა, თამარ დუმბაძემ შემოგვიშვა აქ, მითრეს ამათ სახლი მივეცითო. თამართან მივედით და მსგავსი არაფერი მომხდარაო. ასე არეულ-დარეულია აქ ყველაფერი. კახეთიდან ცამოსული ხალხისთვის კი ნახეს ფართი იქ და ჩვენისთანები გარეთ არიან, ღია ცის ქვეშ. გუბერნატორის მოადგილესთან ვიყავით, ქეთი მოისწრაფიშვილთან, ავუხსენით მდგომარეობა. დაურეკა სოციალურ სააგენტოს. რაღაც კვების პროგრამაცაა და ჩასვითო. დაპირდნენ კიო, მარა არავის არაფერი არ მოუტანია ჯერ. ქეთიმ მოგვცა ბავშვებისთვის სატამაშოები და ტანსაცმელი“-გვიყვება ქალბატონი.

რატომ შეუჩერდა სოციალური დახმარება ოჯახს, რომელიც შეჭირვებულტა სიაში 2013 წლიდან ირიცხება, ამ კითხვაზე  სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესცენტრში შემდეგს გვპასუხობენ:
‘უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური დახმარების პროგრამა შემუშავდა მსოფლიო ბანკის და გაეროს ბავშვთა ფონდისმხარდაჭერით. შეფასებისას მოიცავს ბევრ კრიტერიუმს, მათ შორის დემოგრაფიულ მდგომარეობას, საცხოვრებელ ადგილს, შემოსავლებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ოჯახის ყველა წევრის საჭიროებებს. აღსანიშნავია, რომ ცვლილებებისშემდეგ რომელიც 2015 წელში შევიდა სუბიექტივიზმი მინიმუმამდეა დაყვანლი და სარეიტინგო ქულის ოდენობაზეგავლენას აღარ ახდენს სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება. მონაცემები ეფუძნება მხოლოდ სხვადასხვაადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზებს. 2018 წლის მანძილზე კიდევ არაერთი ცვლილებაშევიდა პროგრამაში, როგორიცაა საარსებო მინიმუმის ოდენობის, კომუნალური გადასახადის კოეფიციენტის, ასევე წევრისგარდაცვალების თაობაზე და სხვა. პროგრამაში ყოველთვიურად ერთვება და ტოვებს გარკვეული რაოდენობის ბენეფიციარი, შესაბამისად ოჯახების გადამოწმება ეტაპობრივი პროგრამის ადმინისტრირების სტანდარტული პროცესია, თუმცა ეს არნიშნავს რომ ოჯახს შეუწყდა დახმარება. თუ ოჯახს გადამოწმების შემდეგ თანხის მიმღები ქულა დაუდგინდება ჩვეულებრივაუნაზღაურდება ფულადი დახმარება ნაცდური თვეების ჩათვლი»-გვითხრეს უწყებაში.

რაც შეეხება ოზურგეთის მერიას, როგორც მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე გვეუბნება, ოჯახს, რომელიც სქიტიური მოვლენების შედეგად, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში იმყოფება,უახლოეს დღებში გადასცემენ სამშენებლო მასალებს:
‘თავიდან, მხოლოდ სახურავის პრობლემააო გვითხრეს, მერე როცა ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ,  აღმოჩნდა, რომ სახლი ავარიული და სერიოზულ გამაგრებას საჭიროებს. რამდენიმე დღეში გადავცემთ მათ სამშენებლო მასალებს. ამის შესახებ ჩვენ შაინიძეებს უკვე ვესაუბრეთ“-გვითხრა ირაკლი სირაძემ.

guriismoambe.com

იტვირთბა....