არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ექიმების მიერ ზურაბიშვილისთვის განხორციელებული შემოწირულების საკითხს აუდიტის სამსახური შეისწავლის

ექიმებისგან დამოუკიდებელი საპრაზიდენტო კანდიდატითვის სალომე ზურაბივილისთვის ფულის შეწირვის საკითხს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის.

აუდიტის სამსახურში ის პროცედურები განმარტეს, რაც კანონმდებლობითაა გაწერილი. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

„შესწავლა დაიწყება, აუდიტის სამსახური დადგენილი პროცედურების შესაბამისად იმოქმედებს – მიმართავს სასამართლოს, რათა შეისწავლოს შემომწირველთა შემოსავლები და საბანკო ტრანზაქციები“, – განაცხადეს აუდიტის სამსახურში.

აღსანიშნავია, რომ ექიმების მიერ განხორციელებულ შემოწირულებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ არასამთავრობო სექტორში. არასამთავრობოები სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ოფიციალური განცხადებით მიმართვასაც გეგმავენ იმის თაობაზე, რომ მათ მიერ განხორციელებული შემოწირულების საკითხის შესწავლა დაიწყოს.

შეგახსენებთ, ოქტომბერში, სალომე ზურაბიშვილის კამპანიისთვის თანხის  მსხვილი შემომწირველების გარკვეული ნაწილი ექიმებია.

იტვირთბა....