მუსულმანი გოგონა, რომელიც საკუთარ მეგობარ ბიჭთან ერთად გაიქცა, გოგონას ოჯახის წევრებმა ის ხეზე მიბმით და ცემით დასაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.
როგორც ირკვევა, პრობლემა შეყვარებულების სხვადასხვა რელიგიიდან გამომდინარე შეიქმნა. გაქცევის შემდეგ გოგონას მისი ოჯახის წევრები 5 საათის განმავლობაში ურტყამდნენ. ცემის ფაქტი მობილური ტელეფონით დააფიქსირეს. შემთხვევა ინდოეთში, ნევადა შტატის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
გადაწყვეტილება სოფლის საბჭომ მიიღო, რომელმაც ჩათვალა, რომ ამ გაქცევით გოგონამ სოფელი შეარცხვინა და ის უნდა დასჯილიყო.
აღსანიშნავია, რომ პოლიცია გამოიძახეს, მაგრამ მათ შემთხვევის ადგილზე არავინ დაუპატიმრებიათ.