ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

 „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა ოქუაშვილის მიერ დასახელებულ ტრანზაქციებზე ისაუბრა

„თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თითოეული თანამშრომლის რეპუტაციის დაცვა მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ბანკის დირექტორმა მედიასთან “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დასახელებულ ტრანზაქციაზე ისაუბრა:

რაც შეეხება ტრანზაქციას, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გახდა სალაპარაკო თემა. ამ საქმეში ყველა ის დოკუმენტია, რომელიც წარმოდგენილია 2016 წლის განმავლობაში.  შპს დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში ყველა წესის დაცვით,  2016 წლის 19 აპრილს და იმავე დღეს იუსტიციის სახლის ფილიალში გაიხსნა საბანკო ანგარიში. ეს კომპანია არის ქართული კომპანია და დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. რა დოკუმენტებია წარმოდგენილი თიბისი ბანკში: ანგარიშის გახსნის განაცხადი, რომელიც წარმოდგენილია 19 აპრილს. შედგება ოთხი ფურცლისგან;  ე.წ. იცნობდე შენს კლიენტს – კითხვარი. დირექტორის ხელმოწერით წარმოდგენილია 19 აპრილს, ორ ფურცლად; ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ  დეკლარაცია ხელმოწერილია ორივე დირექტორის მიერ, რომელიც ასევე წარმოდგენილია 19 აპრილს. ამ დოკუმენტში საუბარია, რატომ არის ეს კომპანია დარეგისტრირებული, რა მიზნები გააჩნია და რა ბიზნესსაქმიანობით იქნება დაკავებული; კომპანიის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ქართულ და  ინგლისურ ენებზე, ესეც წარმოდგენილია 19 აპრილს; საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის დამფუძნებელი კომპანიის გადაწყვეტილება ერთ ფურცლად; დამფუძნებელი კომპანიის წესდება 16 ფურცლად; დაფუძნებული კომპანიის მიერ გაცემული მინდობილობა, რომელიც ნოტარიულად დამოწმებულია; დაფუძნებული კომპანიის სარეგისტრაციო სერტიფიკატი; დამფუძნებელი კომპანიის აქციათა რეესტრი და მფლობელები სერტიფიკატი, დათარიღებულია 2016 წლის 11 აპრილით; კომპანიის აქციათა ამონაწერი, რომელიც დათარიღებულია 2016 წლის 11 აპრილით; აქციათა სერტიფიკატი დათარიღებულია 2016 წლის 11 აპრილით; სტატუსის სერტიფიკატი კომპანიის დირექტორთა, ოფიცერთა და აქციონერთა რეესტრით კერძო რეგისტრატურის მიერ გაცემული და პირადობის მოწმობის ასლები“, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

 

იტვირთბა....