რუსეთის პრეზიდენტის დაბადების დღესთან დაკავშირებით, რომელიც 7 ოქტომბერს იყო, რუსეთის რამდენიმე ქალაქში (ყაზანი, მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი) აქციებით აღინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ 1 დღე გავიდა, აქციის მონაწილები ახლახანს დებენ სოციალურ ქსელში ფოტოებს, რომელიც ადასტურებს, თუ როგორ ავიწროვებენ აქციის მონაწილეებს რუსი სამართალდამცველები. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საინფორმაციო საშუალება newsru ავრცელებს.
დაკავებული აქციის მონაწილეები დღემდე არ გაუთავისუფლებიათ. ტრანფარანტები წარწერით “პუტინი დიდი ხნით ციხეში”, “გილოცავთ დაბადების დღეს ქურდო და მატყუარავ”, და ქალაქში მოძრავი მანქანები სისხლიანი ტორტის ბუტაფორიით. – ასე შეხვდნენ რამდენიმე ქალაქში რუსეთის პრეზიდენტის დაბადების დღეს, რომელიც საბოლოოდ მასობრივი დაპატიმრებებით დასრულდა.
აქციის მონაწილეებმა მუყაოსგან ამოჭრეს რუსეთის რუკა და მასზე რამდენიმე სტიკერი გააკრეს, სტიკერზე კი წარწერები იყო გაკეთებული, რომლეიც რუსეთის ბოლოდროინდელ “მიღწევებს” ასახავს. მაგალითად, სტიკერზე ეწერა: “პირველი ადგილი ევროპაში მკვლელობების რაოდენობით”, “პირველი ადგილი ერთ სულ მოსახლეზე პოლიციელები რაოდენობით”, “პირველი ადგილი მსოფლიოში მოზარდების თვითმკვლელობების რაოდენობით”, “”პირველი ადგილი მსოფლიოში კერძო თვითმფრინავების გრიალით”, “მეორე ადგილი მსოფლიოში სუპერ-იახტების რაოდენობით”.