ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ ბენიძე: “პიროვნული შეტევები სრულიად მიუღებელია და არ ვაპირებთ, ირაკლი კობახიძეს ამაში ავყვეთ”

“პიროვნული შეტევები სრულიად მიუღებელია და ჩვენ არ ვაპირებთ, ირაკლი კობახიძეს ამაში ავყვეთ”, – ასე უპასუხა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.

„ასეთ რამეში პარლამენტის თავმჯდომარეს საერთოდ არ უნდა ავყვეთ. ამ თავდასხმების მიზანია, რომ ჩვენს სადამკვირვებლო საქმიანობას ხელი შეუშალონ, მუდმივად სტრესის რეჟიმში გვამყოფონ, ნაცვლად იმისა, რომ სრულფასოვანი წინასაარჩევნო მონიტორინგი განვახორციელოთ, მუდმივად მათი განცხადებების პასუხზე გადავიდეთ. ამის მიზანი ეს არის. პიროვნული შეტევები სრულიად მიუღებელია და ჩვენ არ ვაპირებთ ირაკლი კობახიძეს ამაში ავყვეთ”, – განაცხადა ბენიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “რუსთავი 2”-ის დირექტორის ბოლოდროინდელი განცხადებები სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ფაშისტურია და აღნიშნა, რომ ამაზე არ რეაგირებს არასამთავრობო სექტორი. როგორც ის ამბობს, არასამთავრობო ორგანიზაციები გვარამიას იცავენ.

შეგახსენებთ ნიკა გვარამიას განცხადებას სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებთან დაკავშირებით, რომელიც მან სოციალირ ქსელში დაწერა:

ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ!”

იტვირთბა....