პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “რუსთავი 2”-ის დირექტორის ბოლოდროინდელი განცხადებები სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ფაშისტურია და აღნიშნა, რომ ამაზე არ რეაგირებს არასამთავრობო სექტორი. როგორც ის ამბობს, არასამთავრობო ორგანიზაციები გვარამიას იცავენ.
საზოგადოება რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრ პოზიციას ნიკა გვარამიას ფაშისტურ განცხადებასთან დაკავშირებით. თუმცა, ასეთი გამოხმაურება არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან არ მოგვისმენია. მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა, მიხეილ ბენიძემ ნიკა გვარამიას დაცვაც კი იკადრა (ანუ უკადრებელი იკადრა), რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. სამოქალაქო სექტორის როლი და სამოქალაქო საზოგადოების იდეა არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის, ქართულ-ამერიკული, ქართულ-ევროპული და ზოგადად ქართულ დასავლური უირთიერთობების კონტექსტრში”- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ ნიკა გვარამიას განცხადებას სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებთან დაკავშირებით, რომელიც მან სოციალირ ქსელში დაწერა:
ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ!”