ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: თბილისში, ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი, ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ტაქსის მძღოლს – 1978 წელს დაბადებულ ს.გ.-ს ცივი იარაღის მუქარით ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

იტვირთბა....