ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ფინალშია. თამაში თბილისის დროით 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
ტურნირის დასკვნით შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო იქნება, რომლის ანგარიშზეც ორი ოლიმპიური (ბრინჯაო, ვერცხლი) მედალია.
26 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ჩინეთის ღიას ნახევარფინალში ბრიტანელი კაილ ედმუნდი დაამარცხა. ქართველმა, ტურნირზე მეხუთე ნომრად განთესილი მსოფლიოს მეთექვსმეტე ჩოგანი, ორ სეტში (7:6; 6:4) დაამარცხა.
საგულისხმოა, რომ ხუან მარტინ დელ პოტრო ფინალში უბრძოლველად გავიდა, რადგან ფაბიო ბონინი ნახევარფინალში სათამაშოდ არ გამოცხადდა.
ტურნირის ფინალში გასვლით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 300 სარეიტინგო ქულა უკვე გამოიმუშავა და დიდი ალბათობით, კარიერაში პირველად, მსოფლიოს 30 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის მოხვდება.