ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელი კირბალიდან 50 წლის მამაკაცი გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ დილით, იმ დროს მოხდა, როდესაც აკაკი დოთიაშვილი საქონელს მწყემსავდა.
სავარაუდოდ, მისი დაკავება საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მოხდა და ის ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.
ამ დროისთვის, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
მამაკაცის გათავისუფლების საკითხში ჩართულია ყველა სტრუქტურა და ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.