პაატა ბურჭულაძის მეუღლეს, ანგელა ვასილენკო ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე ელოდებიან. ანგელა ვასილენკო, რომელიც საქართველოში გვიან ღამით ჩამოფრინდა, მზად არის სასამართლოში ყველა იმ დეტალზე ისაუბროს, რაც ფონდის საქმიანობას უკავშირდება.
პაატა ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ „ფონდ იავნანას“ საქმე თაროდან პროკურატურამ მხოლოდ იმის გამო ჩამოიღო, რომ მან მხარი გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭირა და ბიძინა ივანიშვილი მწვავედ გააკრიტიკა.
“პროკურატურის გამომძიებელს>ლომთაძეს< შევატყობინე რომ 8 რიცხვში მე წარვდგები სასამართლოს წინაშე მოწმის სტატუსით და ჩვენებას მივცემ. მინდა მოვუყვე სასამართლოს რას აკეთებდა 14 წლის განმავლობაში ფონდი, როგორ ეხმარებოდა ის ბავშვებს, როგორ ხდებოდა კონცერტების ორგანიზება, რამდენი სპონსორი მონაწილეობდა ამ პროექტებში და როგორ გვეხმარებოდნენ უცხოელები. საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას მივაწვდი. გარდა ამისა მინდა ავღნიშნო, რომ აღშფოთებული ვარ ჟურნალისტების ბინძური PR-ის გამო. ისინი დილის შვიდ საათზე თავს დამესხნენ და მეკითხებოდნენ, რატომ გავრბივარ ქვეყნიდან. მე ვუთხარი რომ პირად საქმეზე მივემგზავრებოდი და 2 დღეში დავბრუნდებოდი. მიუხედავად ამისა ახალ ამბებში მათ თქვეს, რომ თურმე ქვეყნიდან გავიქეცი. ეს სასაცილოა,”-აცხადებს ანგელა ვასილენკო.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ბურჭულაძის მეუღლე გამოკითხვაზე პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა იმის გამო, რომ ვასილენკოქვეყნიდან მიფრინავდა, პროცედურის ჩატარება 8 ოქტომბრისთვის, უკვე სასამართლოში გადაწყდა.