ჩხოროწყუს პოლიციის უფროსმა, ჯუმბერ იზორიამ თანამდებობა დატოვა.
სავარაუდოდ, მისი გადადგომა 29 სექტემბრის ”შაბათის კურიერში” გასულ რეპორტაჟს უკავშირდება. სწორედ
შწეგახსენებტ, რომ პოლიციის უკვე ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახიდან იყიდებოდა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოტანილი კონტრაბანდული სიგარეტი და საწვავი. თამბაქოს რეალიზაცია “კურიერმა” ფარული კამერით გადაიღო, რის გამოც იზორიას ოჯახმა – ჩვენს გადამღებ ჯგუფს კამერა დაუმტვრია და შეურაცხყოფა მიაყენა.