ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კრიშტიანუ თავის პრობლემებში რეალის პრეზიდენტს ადანაშაულებს

გაზეთი La Reppublica-ის მტკიცებით ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი – კრიშტიანუ რონალდუ ეჭვობს, რომ დღეს მის გარშემო შექმნილ სიტუაციაში დამნაშავე მადრიდის „რეალი“ და მისი პრეზიდენტი – ფლორენტინო პერესია.

პორტუგალიელს მიაჩნია, რომ სწორედ „რეალი“ და მისი პრეზიდენტი – ფლორენტინო პერესი დგანან იმის უკან, რაც ბოლო პერიოდში გადახდა თავს: დადანა შაულება გაუპატიურებაში, წლის ფეხბურთელის პრიზისთვის ბრძოლაში წარუმატებლობა, სპონსორებთან გაფუჭებული ურთიერთობები და „ვალენსიასთან“ მატჩში გაძევებაც კი.

აღვნიშნავთ, რომ რონალდუს „რეალთან“ ურთიერთობა, გასული წლის დეკემბერში გაუფუჭდა, როცა კლუბმა და პირადად პერესმა,  ესპანურ საგადასახადო ორგანიეობის წინააღმდეგ საქმეში, რონალდუს მხარდაჭერაზე უარი თქვეს.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ამერიკელმა კეტრინ მაიორგამ სასამართლოში უჩივლა რონალდუს. მან ფეხბურთელი დაადანაშაულა გაუპატიურებაში, რომელიც 2009 წელს, ლას ვეგასში მოხდა. იტყობინებიან, რომ 2010 წელს, გოგონამ ფეხბურთელის წარმომადგენლებთან ხელი მოაწერა დუმილის შესახებ შეთანხმებას, რისთვისაც 375 ათასი დოლარი მიიღო. მაგრამ, ამა წლის სექტემბერში, მან პრესის დახმარებით გაუპატიურების შესახებ განაცხადა.

იტვირთბა....