არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი მზად არის  არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდეს

დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მზად არის  არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდეს.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო სექტორმა, განსაკუთრებით კი ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა აუცილებლად უნდა მოახდინონ რეაგირება იმ სიძულვილზე, რომელიც ქალი კანდიდატის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

“როცა სიძულვილის ენა არის გამოყენებული ქალის მიმართ, ალბათ, საჭიროა ვინც ქალთა უფლებებს იცავს ამაზე რეაქცია ჰქონდეს. მე მსგავსი რეაქცია არ მომისმენია. მეორე მხრივ, მე მგონია, რომ როცა საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, მოდის ცილისწამება, რომელსაც არ აქვს საფუძველი, მზად ვარ, შევხვდე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან მე არათუ დიდ პატივს ვცემ არასამთავრობო სექტორს, არამედ, როგორც პრეზიდენტს დამჭირდება მათთან ურთიერთობა” – აღნიშნა ზურაბიშვილმა

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა სალომე ზურაბიშვილს მოუწოდეს, ქსენოფობიური განცხადებებისგან თავი შეიკავოს.

იტვირთბა....