ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საჭადრაკო ოლიმპიადაზე რუსეთის დელეგაციას თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს დროშა აჩუქა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს , რომლებიც ბათუმში მსოფლიო საწადრაკო ოლიმპიადის დახურვაზე იმყოფებოდნე, საქართველოს რუკა აჩუქა.

რიჟვაძის ეს ქმედება 3 ოქტომბერს მომხდარ ფაქტს უკავშრდება, როცა რუსეთის წარმომადგენლებმა ოლიმპიადაზე მსოფლიო რუკები დაარიგეს, სადაც საქართველო წარმოდგენილი იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე.

“საქართველო არის ვაჟა-ფშაველას ქვეყანა და ძალიან კარგად ვიცით სტუმარ-მასპინძლობის როგორც წესი, ისე სტუმრის პატივისცემა. თუმცა, ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ ე.წ. დიზაინერების ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას. ამიტომ, მე მინდა საჩუქარი გავუგზავნო ჩვენს სტუმრებს, რათა ასეთი უხერხულობა მომავალში თავიდან იქნას არიდებული – ეს არის საქართველოს რუკა და ისტორია“ -აღნიშნა რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ბათუმში მიმდინარე ოლიმპიადაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება 4 ოქტომბერს გაავრცელა. განცხადების თანახმად, 3 ოქტომბერს ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში გამართული ყრილობის მონაწილეებს მსოფლიო რუკა დაურიგეს, რომელზეც საქართველო ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების გარეშე იყო დატანილი. როგორც ცნობილი გახდა, გასაშლელი რუკა რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკის (ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგის ცენტრი) დელეგაციის მიერ დარიგებულ სასაჩუქრე ჩანთებში აღმოჩნდა.

 

იტვირთბა....