„მთელი სამთავრობო მანქანა მომართულია, რათა გაამართლონ ლევან ყიფიანი. ეს არც იყო გასაკვირი. ამიტომაც იყო, რომ არ ვენდობოდით საქართველოს პროკურატურას და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებს”, – ამის შესახებ „იბერიას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა.
ნატო ჩხეიძე სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მოწმის სტატუსით იკითხება.
„მთელი სამთავრობო მანქანა მომართულია, რათა გაამართლონ ლევან ყიფიანი. ეს არც იყო გასაკვირი. ამიტომაც იყო, რომ არ ვენდობოდით საქართველოს პროკურატურას და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებს. ისინი იმუშავებენ თავიანთი პროფესიონალიზმისა და მორჩილების შესაბამისად, გავა არც თუ დიდი დრო და ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოჩდება ის, თუ რა ჩრდილოვანი მმართველობა არის საქართველოში, რომელიც ამხილა „ომეგა ჯგუფმა“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
დღეს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის საუბრის აუდიოჩანაწერებზე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, სადაც არნიშნულია, რომ ყიფიანისა და ოქუაშვილის საუბრების აუდიოჩანაწერი არ არის ავთენტიკური და დამზადებულია მონტაჟის გზით.