aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ჯეიმს აპატურაი: სოლიდარობა მაია ოთინაშვილის ოჯახს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი სოლიდარობას უცხადებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ მაია ოთინაშვილს და მის ოჯახს. მან ამის შესახებ პირველ არხს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

მისი თქმით, ალიანსი საქართველოს გვერდით დგას და მუდმივად მოუწოდებენ რუსეთს, მსგავსი ქმედებები შეწყვიტოს.

„მსგავსი შემთხვევები მიუღებელია და ჩვენ ვგმობთ მომხდარს. ასეთ დროს ჩვენი პირველი რეაქციაა სოლიდარობის გამოცხადება ქართველი ხალხისთვის. რუსეთის ქმედებები არის წინააღმდეგობაში მათთვის დაკისრებულ ვალდებულებებთან, საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და პრინციპებთან, დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიაა. ჩვენ მათ დამოუკიდებლობას არასდროს ვაღიარებთ. ვაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკას და მოვუწოდებთ რუსეთს, რომ უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გადაწყვეტილება.

სოლიდარობა საქართველოს მოქალაქის ოჯახს, სოლიდარობა, პირველ რიგში, იმ ახალგაზრდა ქალბატონს, ვისი კადრებიც ტელევიზიით გუშინ აჩვენეს. ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და მუდმივად მოვუწოდებთ რუსეთს, ასეთი ქმედებები შეწყვიტონ და ასევე შეწყვიტონ მათი მხარდაჭერა, ვინც მსგავსს ქმედებებს სჩადის.

ამას ამბობენ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები საკუთარ განცხადებებში, ეს ითქვა მინისტერიალზე, ეს განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და კომუნიკაცია გვაქვს ყველ დონეზე. ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებებს და შევინარჩუნებთ ამ მყარ და პრინციპულ პოზიციას“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხთან.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი 29 სექტემბერს დააკავეს.

იტვირთბა....