ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

იურისტებმა მაია ოთინაშვილის საქმეზე საერთაშორისო პარტნიორებს მიმართეს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილმა იურისტებმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის საქმეზე საერთაშორისო პარტნიორებს მიმართეს და რეაგირებისკენ მოუწოდეს.

ადვოკატებმა მიმართვა  აშშ-ს კონგრესს, სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროკავშირს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისს, გაერო-სა და დიპლომატიურ კორპუსებს გაუგზავნეს. ტექსტში ნათქვამია, რომ საჭიროა, უზრუნველყოფილი იქნას სამშვიდობო ეფექტური ფორმატი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებთან სამომავლოდ მსგავს დანაშაულებებს აღკვეთს.

მათი მოთხოვნაა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ცხინვალში, უკანონო პატიმრობაში მყოფი მაია ოთინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი 29 სექტემბერს დააკავეს.

იტვირთბა....