სამშენებლო კომპანია “სვეტის” ხელმძღვანელებს პატიმრობა შეეფარდათ, კერძოდ, მის დამფუძნებელ გივი ჯიბლაძეს და დირექტორ თორნიკე ჯანელიძეს.
მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პატიმრობის შესახებ, ხოლო დაცვის მხარე კი ითხოვდა, რომ ბრალდებულებს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეფარდებოდათ.
სამშენებლო კომპანია “სვეტის“ დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და დირექტორი თორნიკე ჯანელიძე 3 ოქრომბერს დააკავეს. მათ მიმართ გამოძიება დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე დაიწყო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე, ბრალდებულები გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით.