არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“მეტრონომი” ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას და თარგმანს აქვეყნებს (დასკვნა)

“მეტრონომი” ადვოკატ ზაზა ხატიაშვილს დაუკავშირდა და ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა თხოვა. საუბარია იმ აუდიოჩანაწერების ექსპერტიზაზე, რომელიც ვანო ჩხარტიშვილზე სატელევიზიო ეთერებით ბოლო დროს გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერებს ეხება და ხატიაშვილის თქმით, ლონდონში ერთ-ერთ პრესტიჟულ და ცნობილ ბიუროში ჩატარდა.

“მე ადრეც ვთქვი, რომ ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერები არ იყო ავთენტური და საქმე გვქონდა გამიზნულ ფალსიფიკაციათან. ჭეშმარიტების დასადგენად მე მივმართე ლონდონის 2 ცნობილ საექსპერტო ბიუროს, რომელთა სანდოობა და ავტორიტეტი საყოველთაოდაა აღიარებული გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპაში. “აუდიო ფორენზიქ სერვისიზის” 2018 წლის 01 ოქტომბრის დასკვნის თანახმად: სამივე ჩანაწერი, სადაც ფიგურირებს ვანო ჩხარტიშვილი, ხელით არის მანიპულირებული, გადაკეთებული ან დამონტაჟებული. სამივე ჩანაწერი იძლევა ძალზე მყარ საფუძველს იმის სათქმელად, რომ აუდიო-ჩანაწერებზე აღინიშნება წყვეტა.

ხატიაშვილის თქმით, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ერთ-ერთ ჩანაწერში, სადაც ასახულია ვანო ჩხარტიშვილის, ზაზა ოქუაშვილის და ირაკლი ჩუბინიშვილის დიალოგი, აღინიშნება 8 სხვადასხვა ჩანაწერი და 6 მონტაჟი.

ხატიაშვილი პროკურატურისგან ითხოვს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება საგადასახადო დისციპლინის უხეში და მასშტაბური დარღვევის დანაშაულებრივ ფაქტზე.

შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში მედიაში ვრცელდება აუდიოჩაწერები, რომლის მიხედვითაც, როგორც ომეგა ჯგუფის ლიდერი ოქუაშვილი ამტკიცებს, ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან იყო შემთავაზებები რამდენიმე მილიონზე. მისი თქმით შეხვედრა შედგა ივანიშვილთან, რომელსაც ესწრებოდნენ იმ დორინდელი ბიზნესობუდსმენი გიორგი გახარია და ყოფილი მინისტრი ლევან ყოფოანი. როგორც ოქუაშვილი ამბობს, ფულის გამოძალვის მცდელობა იყო ივანიშვილის მხრიდანაც. პოლიტიკურ ჯგუფთა გარკვეული ნაწილი აღნიშნულ ფაქტს ბიზნესის რეკეტად აფასებს.

გთავაზოთ ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს „აუდიო ფორენზიქ სერვისიზის“ [Audio Forensic Services] დასკვნას და თარგმანსაც, რომელიც, ხატიაშვილის თქმით, ნოტარიულად არის დამტკიცებული.

იტვირთბა....