ეკომონიკის ყოფილი მინისტრის კახა ბენდუქიძის შვილი, „ცოდნის ფონდის“ დირექტორი ანასტასია ბენდუქიძე „ევროპული საქართველოს“ შემომწირველთა შორისაა. როგორც ირკვევა, ოპოზიციურ პარტიას ბენდუქიძემ 11 ათასი ლარი ჩაურიცხა.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბრის დასაწყისში, „ევროპულ საქართველოს“ ჯამში 25 500 ლარის შემოწირულობა აქვს მიღებული.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.