არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბიძინა რა შუაშია, მე დამოუკიდებელი პიროვნება ვარ” – ივანიშვილის ძმამ ზურაბიშილს 45 000 ლარი შესწირა

დამოუკიდებელ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს თანხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ძმამ ალექსანდრე ივანიშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემაც შესწირეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ალექსანდრე ივანიშვილმა 3 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილს 45 000 ლარი, კახა კალაძემ კი 1-ელ ოქტომბერს 50 000 ლარი შესწირეს.

რგორც ივანიშვილის ძმამ განაცხადა  ზურაბიშილს თანხა იმიტომ ჩაურიცხა, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვოს.

“იმიტომ შევწირე, რომ ეროვნული ქალბატონია და გვინდა, მიიღოს უმრავლესობა ხმების არჩევნებში და გაიმარჯვოს. ბიძინა ივანიშვილი რა შუაშია, მე დამოუკიდებელი პიროვნება ვარ, მე თვითონ ვაზროვნებ და თვითონ მივიღე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად. მაქვს ჩემი შემოსავალი და გადავუხადე“ – განაცხადა ალექსანდრე ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში სალომე ზურაბიშვილმა შემოწირულების სახით 332,245 ლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ 84-მა შემომწირველმა პრეზიდენტობის კანდიდატს 30-30 თეთრი გადაურიცხა.

იტვირთბა....