ახალი ამბები მთავარი სამართალი ციტატა

“იბერიის” ჟურნალისტი – ფაროსანას პროგრამაში არსებულ კორუფციულ სქემაზე გადაცემის გაკეთების შემდეგ, ხელისუფლებიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, გავჩერებულიყავი

“ჯერ კიდევ თებერვალში, როდესაც გადაცემა გავაკეთე ფაროსანას პროგრამაში არსებულ კორუფციულ სქემებზე, ამ  გადაცემაში იყო ბევრი სტუმარი. მინდა ხაზი გავუსვა ერთ-ერთ სტუმარს, ჩემს კოლეგას ჟურნალისტ გოჩა მირცხულავას. ამ გადაცემის მერე დამიკავშირდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და მეგობრულად მითხრეს, რომ ამ თემისთვის თავი გამენებებინა და გოჩა მირცხულავასთვისაც მეთქვა, რომ იქნებ გაჩერებულიყო”, – ამის შესახებ “იბერიის” ჟურნალისტმა ვანო პავლიაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

იტვირთბა....