ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი ცნობილია

უახლოესი რამდენიმე დღის ამინდის პროგნოზი ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“4 ოქტომბერს, დღის ბოლოდან 5 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, 5 – 6 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ზოგან ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი ღელვა.

5 ოქტომბერს, დღის ბოლოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლოა თოვლი აღინიშნოს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს” – ნათვქმია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

იტვირთბა....