ბათუმში, ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ბათუმის აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ავტობუსი შეეჯახა.
როგორც „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.