ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ფარცხალაძე უნდა იჯდეს ციხეში”: ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ფარცხალაძე სამართალდამცველების მუნდირის ღირსებას ლახავს

“გირჩის” ლიდერი, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რომ ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც “ომეგა ჯგუფის” სკანდალში ფიგურირებს, სამართალდამცველთა მუნდირის ღირსებას ლახავს.

“ის ციხეში უნდა იჯდეს. მე არ მგონია, რომ ის უფრო მაღლიდან, მითითებების გარეშე არ მოქმედებდეს” – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მედიაში ვრცელდება აუდიოჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, როგოც ომეგა ჯგუფის ლიდერი ოქუაშვილი ამტკიცებს, ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან იყო შემთავაზებები რამდენიმე მილიონზე. მისი თქმით შეხვედრა შედგა ივანიშვილთან, რომელსაც ესწრებოდნენ იმ დორინდელი ბიზნესობუდსმენი გიორგი გახარია და ყოფილი მინისტრი ლევან ყოფიანი. საქმეში ფიგურირებს ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეც. როგორც ოქუაშვილი ამბობს, ფულის გამოძალვის მცდელობა იყო ივანიშვილის მხრიდანაც. პოლიტიკურ ჯგუფთა გარკვეული ნაწილი აღნიშნულ ფაქტს ბიზნესის რეკეტად აფასებს.

იტვირთბა....