მას შემდეგ რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ტანამდებობა დატოვა, ეს პოზიცია ვაკანტური გახდა. როგორც დღეს განათლების მინისტმა მიხეილ ბატრიაშვილმა განაცხადა, გამოცდების ეროვნული ცენტრის უფროსის თანამდებობას სოფო გორგოძე უხელმძღვანელებს.
ის ილიას უნვიერსიტეტში კითხულობს სხვადასხვა სალექციო კურსს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე. მას სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის – მსოფლიო ბანკში, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტში, მუშაობის გამოცდილება აქვს.