სანქტ-პეტერბურგში, “როსმორპორტის” შენობაში აფეთების ხმა გაისმა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ სამართალდამცველები და სამაშველო სამსახური. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება “ფონტანკა” ავრცელებს.
თავიდან მუსირებდა აზრი, რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო ტერაქტის მცდელობა, თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია წერს, თანამშრომელი, რომელიც სამსახურში მივიდა ყუთი გახსნა, რომელიც აფეთქდა.
აფეთქების შედეგად სერიოზული ტრავმები მიიღო აღნიშნულმა თანამშრომელმა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ტერაქტთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების გამო, ადგილზე ამ წუთებში რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.