ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პაატა ბურჭულაძის ოჯახი ზეწოლის ახალ ტალღაზე საუბრობს

პაატა ბურჭულაძის ადვოკატების ინფორმაციით, რაც მსოფლიო ბანმა ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ეთერში გააკრიტიკა და მხარდაჭერა ოპოზიციას გამოუცხადა, პროკურატურას მათ ოჯახზე ზეწოლა განახორციელა.

ბურჭულაძის მეუღლის ადვოკატებმა დღეს სასამართლოში წარადგინეს დოკუმენტები, რომ მსოფლიო ბანის მეუღლე საქართველოდან გაფრინდა და მზად არის დაკითხვაზე რვა ოქტომბერს გამოცხადდეს.

„მოქალაქე ანგელა ვასილენკო გამოთქვამდა მზადყოფნასა  2018 წლის მარტის თვიდან  რომ მოსულიყო ჩვენების მისაცემად თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა ეს აქამდე საჭიროდ არ ჩაუთვლია გამოძიებას გუშინ მოულოდნელად გამოიძახეს. ანგელა ვასილენკომ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ 8 ოქტომბერს კანონით დადგენილი წესით მოვალ და მივცემ ჩვენებას. ამის მიუხედავად მაინც დაიბარეს, თუ რატომ ასეთი ფორსმაჟორული წესით გაუგებარია. საქმე მიმდინარეობს რა თქმა უნდა, ფონდ “იავნანასთან” დაკავშირებით, როგორც იცით მითვისება გაფლანგვის მუხლით. ერთადერთი კითხვა შეიძლება ანგელა ვასილენკოს ვინმემ დაუსვას – რატომ გააკეთე ამდენი კარგი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ფონდი ეხმარებოდა“- ამბობს ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე.

იტვირთბა....