დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ “ტვ პირველთან” არ გამორიცხა, რომ აუდიოჩანაწერები ლევან ყიფიანმა გაავრცელა.
“არ გამოვრიცხავ, რომ ეს ჩანაწერები ლევან ყიფიანმა გაავრცელა, ჩვენი გავრცელებული ნამდვილად არ არის, ამას დაგიდასტურებთ, ზაზა ოქუაშვილი ლონდონშია და ლევან ყიფიანი აქ არის.”.
ლევან ყიფიანმა ჩვენება უკვე მისცა სასამართლოს და განაცხადა, რომ ჩანაწერები, რომელიც გავრცელდა, მისი და ზაზა ოქუაშვილის ინსცენირებული იყო, რათა ამ უკანასკნელს უცხოელი პარტნიორებისთვის დაემტკიცებინა, რომ საქართველოში ხელისუფლებასთან პრობლემები ჰქონდა. თავის მხრივ, ზაზა ოქუაშვილმა კატეგორიულად უარყო ეს ფაქტი.
შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში მედიაში ვრცელდება აუდიოაინწერები, რომლის მიხედვითაც, როგოც ომეგა ჯგუფის ლიდერი ოქუაშვილი ამტკიცებს, ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან იყო შემთავაზებები რამდენიმე მილიონზე. მისი თქმით შეხვედრა შედგა ივანიშვილთან, რომელსაც ესწრებოდნენ იმ დორინდელი ბიზნესობუდსმენი გიორგი გახარია და ყოფილი მინისტრი ლევან ყოფოანი. როგორც ოქუაშვილი ამბობს, ფულის გამოძალვის მცდელობა იყო ივანიშვილის მხრიდანაც. პოლიტიკურ ჯგუფთა გარკვეული ნაწილი აღნიშნულ ფაქტს ბიზნესის რეკეტად აფასებს.