პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს ბორჯომში განაგრძობს.
ტოლერანტობა, რელიგია და თანასწორუფლებიანობა – ეს ის საკითხები იყო, რომლის შესახებაც საკუთარი შეხედულებები პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩევლებს გააცნო.
„მე დღეს ვატარებ იმ პიჯაკს, რომელსაც ვატარებდი 120 დღის მანძილზე, როცა ვიდექი ქუჩაში წინა რეჟიმის წინააღმდეგ და როცა ვიდექი ქუჩაში ჩემი ყოველდღიური… 120-ჯერ გამოვედი, გამოსვლები მქონდა ყოველდღიურად. იქ ყოველთვის ვიწყებდი და ვამთავრებდი იმით, რომ არა გადატრიალებასა და არა შეგუებას-ეს არის მშვიდობიანი გზა“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.