მაია ოთინაშვილის ოჯახის წევრებისთვის გაუგებარია, რა ცნობებზე დაყრდნობით გაავრცელა სახალხო დამცველმა ინფორმაცია მაია ოთინაშვილის ცემის შესახებ.
მაია ოთინაშვილის მეუღლე იგორ მაყიშვილი პირველ არხთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ დაკავებულის ნახვის საშუალება ამ დრომდე არავის არ მისცემია და ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ოჯახის წევრები განმარტავენ, რომ მაია ოთინაშვილის დედას ოსური სოფელ წინაგარადან ჰქონდა ინფორმაცია, რომ დაკავებული ძალის გამოყენებით გადაიყვანეს და აღელვების ნიადაგზე გამოთქვა ეჭვი შესაძლო ცემის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებული ოთინაშვილი რუსების სამხედრო ბაზაზე ცემეს.