ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყიფიანი უარყოფს ე.წ სარდაფის ეპიზოდს”

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი აპირებს თქვას, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მოლაპარაკებებს საკუთარი ინიციატივით აწარმოებდა. ამის შესახებ ინფორმაციას  AMBEBI.GE ავრცელებს.

„ყოფილი მინისტრი საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგებლობას იმ საკითხებზე, რომელზეც საუბარი იყო მედიით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებში.

კონკრეტულად კი, იმ ეპიზოდებზე სადაც “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელთან ზაზა ოქუაშვილთან და სხვა პირებთან, ყოფილი მინისტრი კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს.

სავარაუდოდ, ზეწოლის შედეგად, ლევან ყიფიანი დაკითხვაზე აღიარებს, რომ ოქუაშვილს საკუთარი ინიციატივით ესაუბრებოდა და საკუთარ ინტერესებზე ზრუნავდა“ – წერს AMBEBI.GE ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

არსებული ინფორმაციით, ყიფიანი უარყოფს ე.წ სარდაფის ეპიზოდსაც.

შეგახსენებთ, რომ ლევან ყიფიანი გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დღეს საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება. ყიფიანი სასამართლოში 16:00 საათზე უნდა მივიდეს.

იტვირთბა....