ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შაქარაშვილი – ზაზა სარალიძის მორალური მხარე გუშინ საბოლოოდ გამოჩნდა

“ზაზა სარალიძის მორალური მხარე გუშინ საბოლოოდ გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი პერმანენტულად ამას აკეთებდა, სპეკულირებდა, გუშინ გამოჩნდა მისი სახე. მე ვერ გავიმეორებ იმ ამაზრზენ სიტყვებს, რომელიც ჩვილი… იცით კახა კალაძეს რამხელა შვილი ყავს? 1 თვისაც არ არის. არ გავიმეორებ ამ სიტყვებს”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ გადაცემაში “არჩევანი”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქართული ოცნების ყრილობის დროს, ზაზა სარალიძემ კახა კალაძის მიმართ განცხადება გააკეთა:

“კალაძეს არ რცხვენია? ოთხი შვილის მამა ყოფილა, თუ თავისნაირი ნაგავი უნდა გაზარდოს ის შვილებიც? რა თქმა უნდა თავისნაირ ნაგავს გაზრდის იმ შვილებსაც. მაგრამ კალაძეს რა უნდა ველაპარაკო, საკუთარი ძმა მოაკვლევინა და მეტი რაღა უნდა ველაპარაკო მაგას”,-განაცხადა სარალიძემ.

იტვირთბა....