ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ნაცმოძრაობა ომეგასა და იბერიას დასაცავად რომ გამოვა, კომიკური სურათი იქნება”

ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა „ომეგასა“ და „იბერიას“ დასაცავად რომ გამოვა, კომიკური სურათი იქნება

მისი თქმით, ზაალ უდუმაშვილმა თემურ ჩარკვიანი მოიკითხოს.

„ამ ცნობილმა ბიზნესმენმა, რომლის გაკეთებულ სიღნაღსა და ბათუმს ჭრიდა ლენტებით სააკაშვილი, თავი ჩამოიხრჩო და წერილი დაწერა, რომ ეს ადეიშვილისა და მისი მეგობრების გამო გააკეთა. ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ სიცოცხლე საკუთარი ხელით მოისწრაფა. დიდი სია მაქვს, თუ უნდა, გავუგზავნი“, – განაცხადა ბესელიამ.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ნამდვილად არ სმენია, „ნაციონალური მოძრაობა” კონკრეტულ ბიზნესს წილში ჩაჯდომოდეს.

იტვირთბა....