ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება.
“პატივი მაშინ უნდა გეცა, როცა ცილს წამებ მეც და ჩემ შვილსაც. ენას სამი რამ აკავებს და უნდა გეყოს კაცობა არასწორი შეფასება რომ არ გააკეთო. აწი გვიანია შენი პატივისცემა. ვიღაცეების გულის მოსაგებად დათოს შეურაცხყოფას არ გაპატიებ არც შენ და არც არავის” – წერს ზაზა სარალიძე.
მანამდე კახა კალაძემ “ქრონიკის” ეთერში ზაზა სარალიძეს უპასუხა.
„ძაან მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ერთს ვიტყვი, რომ მე პატივს ვცემ ზაზა სარალიძის შვილისა და ჩემი გარდაცვლილი ძმის ხსოვნას, ამიტომ ამ თემას არ შევეხები”- განაცხადა კალაძემ