ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციებზე: „ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები”

„ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით გადაცემა “არჩევანის” ეთერში განაცხადა.

საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე, რომლის მიხედვით,  სამართლებრივი სტრუქტურების პოლიტიზება ხდება, ხოლო პარლამენტი სუსტია.

“ეს არის უტიფრობა, ეს არის უკეთეს შემთხვევაში არაკომპეტენტურობა, რაც მე არ მგოპნია, რომერთადერთი მიზეზი იყოს,” – განაცხადა კობახიძემ.

არასამთავრობო სექტორმა გაავრცელა განცხადება “ომეგა ჯგუფის” საქმეზე გავრცელებული ჩანაწერების შესახებ და მისი შეფასებით, ქვეყანა არის ღრმა კრიზისში და იმართება კრიმინალების ხელით.

იტვირთბა....