ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ნატო ჩხეიძე: ბატონმა ხატიაშვილმა ალბათ კარგად არ იცის ინგლისური ენა

ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად ლონდონის საექსპერტო ბიუროს დასკვნით, ჩანაწერები, რომელიც გავრცელდა ზაზა ოქუაშვილის მონაწილეობით, ავთენტური არ არის, “ომეგა ჯგუფის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და დეპუტატი ნატო ჩხეიძე პასუხობს.

მისი თქმით, ჩანაწერები სწორედ ისაა, რაც უნდა იყოს, ხოლო ზაზა ხატიაშვილმა კი ინგლისური არ იცის:

“ბატონმა ხატიაშვილმა ალბათ კარგად არ იცის ინგლისური ენა და ვინც გადაუთარგმნა, ეტყობა, ისიც დაინტერესებული პირი იყო.  მე ის ვნახე და იქ რაც წერია, არ წერია, რანაირი ინტერპრეტაციაც სურს ბატონ ხატიაშვილს”- განაცხადა ნატო ჩხეიძემ “რეაქციაში”.

ბიძინა ივანიშილმა გუშინ თავიცი თანაგუნდელები გააფრთხილა, რომ თუ ვინმე ამ საქმესთან დაკავშირებით რამეს ჰკითხავთ, მათ უნდა უპასუხონ, რომ ფაქტის ამსახველი ჩანაწერი არ არსებობს.

 

იტვირთბა....