კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი, სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს და “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ტყუილში დაადანაშაულა.
როგორც ოქიტაშვილმა, “მეტრონომთან” საუბრისას აღნიშნა, ყველა დამნაშავე უნდა იყოს დაჭერილი და მათ შორი ოქუაშვილიც, რადგან მან ჩანაწერების ფალსიფიცირება მოახდინა.
“მე ოქუაშვილი დავადანაშაულე სიცურეში გამომდიანრე იქედან, რომ ბატონმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა “ომეგა ჯგუფმა” ბრალდებების შესახებ. როცა ადამიანი ადანაშულებს ესეთ ცნობილ ბანკს, რომლიც რეიტინგით პირველია საქართველოში და მსოფლიოში, ლახავ მის იმიჯს. ბანკი გამოვიდა და გნაცხადა ,რომ მუშაობს 8 საათამდე და არანირი დარღვევა არ ყოფილა.
როდესაც შენ ესეთ განცხადებას აკეთებ შენს სასარგებლოდ კი არ უდნა ილაპრაკო . შენ ამით შეურაცხოფას აყენებ საბანკო სისტემას და უნდლობლობას უცხადებ ,რომ თითქოს “თიბისი” ბანკი არის მატყუარა და ა.შ. საფინანსო კუთხით მე ეს ბანკი შემცოდა . საქართველოს ბანკშიც აქვ ოქუაშვილს ვალი 84 მილიონი . ამას ვუწოდე მე ტყუილი. სხვა მხრივ გამოძიება უნდა წარიმართოს და დამნშავე დაისაჯოს, იქნბა ეს მთავრობის წარმომადგენელი თუ სხვა ვინმე. მაგრამ, როცა სახელმწიფოს ვალი გაქვს არ უნდა იყო ტელევიზიას ამოფარებული და არ უდნა სარგებლობდე პრივილეგიებით. ასე, რომ როდესაც სახელმწიფოს წინაშე ვალი გაქვს ვინც არ უნდა იყოს, ვალი უნდა გადაიხადოს. გამოძიება მიმდიანრეობს, მაგრამ ჩემთვის გასაოცარია, რომ ადამიანმა ეს თუ აქამდე იცოდა როგორ არ თქვა ეს ხომ დანაშულია. მე იურისტი არ ვარ, მაგრამ ის რასაც ყვება და ადმაინებს აბრალებს აქამდე სად იყო და რატომ არაფერს არ ამმბობდა ეს ხომ დანაშულის დაფარვაა.
ინგლისის ერთ-ერთ ექსპერტიზის ბიუროში დამტკიცდა, რომ ეს ჩანაწერები ფალსიფიცირებულია. სწორედ ამ კომპონენტების გამო დავწერე ეს სტატუსი მე კიდევ ვიმეორებ, რომ დასასჯელი უნდა დაისაჯოს თუნდაც ეს ხელისფულების წარმომადგენელი იყოს ,მაგრამ თვითნ ოქუაშვილი უნდა იყოს დასჯილი, რადგან ჩანაწერების ფალსიფიცირება მოახდინა . ბანკს დანაშაული დააბრალა . ამ ქვეყანაშ ყევლა ვალდებულია სახელმწიფოს გადაუხდოს დაკისრებული თანხა” – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას დავით ოქიტაშვილმა.